Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტების შეხვედრა ფაკულტეტის დეკანთან

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, 26 ოქტომბერს, შეხვდა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს. შეხვედრას ესწრებოდნენ დეკანის მოადგილეები, ასოცირებული პროფესორები მარინა  ჩავლეიშვილი და მანანა ლობჟანიძე. საუბარი შეეხო სასწავლო პროცესსა და უნივერსიტეტში მიმდინარე ინფრასტუქტურულ პროექტებს. სტუდენტებმა დასვეს პრობლემური საკითხები, გაიმართა გულწრფელი საუბარი.  გადაწყდა, რომ სტუდენტები ყოველკვირეულ კონტაქტზე იქნებიან თვითმმართველობასთან, ხოლო დეკანატთან შეხვედრებს რეგულარული ხასიათი ექნება.